ლუგარის ლაბორატორიაზე ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც რუსული პროპაგანდის ნაწილია - სალომე ზურაბიშვილი
ლუგარის ლაბორატორიაზე ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც რუსული პროპაგანდის ნაწილია - სალომე ზურაბიშვილი

A+ A-

19:03 11/01/2019

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაზე მიზანმიმართულ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომელიც რუსული პროპაგანდის ნაწილია. პრეზიდენტის განმარტებით, ლაბორატორია მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის.

"ადამიანები თავს ნებას აძლევენ, რომ გააკეთონ კომენტარები ლუგარის ლაბორატორიაზე იმ დროს, როცა არ მგონია რაიმე კომპეტენცია ჰქონდეს. ლუგარის ლაბორატორიის მიმართ არის რუსეთის პროპაგანდის მიზანმიმართული კრიტიკული დამოკიდებულება და ეს ვრცელდება ქართული საზოგადოების ხელით, რაც საკვირველია. ლუგარის ლაბორატორია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან ბევრ სიკეთეს ვღებულობთ ჩვენ ამ ლაბორატორიისგან, რომელიც დღეს სრულად არის ქართული. აქ არის ხელოვნურად შემოტანილი რაღაცა დაძაბულობის ნიშნები და მინდა ყველა სიფრთხილით მოეკიდოს ამ საკითხს,"- განაცხადა ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის რანგში, დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა.