"ჩემი პრეზიდენტობა არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის" - სალომე ზურაბიშვილი
"ჩემი პრეზიდენტობა არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის" - სალომე ზურაბიშვილი

A+ A-

248

19:28 11/01/2019

სალომე ზურაბიშვილის მტკიცებით, მისი პრეზიდენტობა არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მისი პრეზიდენტობა ქართველი ხალხის დამსახურება და მის მიმართ ნდობის შედეგია.

“მე რომ პრეზიდენტი ვარ, ამაში არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურებაა. თუ მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ეს მათი ნდობის შედეგი. მე ამ ნდობის ღირსი უნდა ვიყო და ვიქნები ღირსი, მხოლოდ თუ მე ჩემს კომპეტენციას შევასრულებ ბოლომდე და არ გადავალ იმ ზღვარს, რომელიც არ არი პრეზიდენტის კომპეტენცია”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.