უახლოეს მეგობარს, ნათელა მაჭავარიანს, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობისათვის ვერ გავიმეტებ - ზურაბიშვილი
უახლოეს მეგობარს, ნათელა მაჭავარიანს, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობისათვის ვერ გავიმეტებ - ზურაბიშვილი

A+ A-

155

19:30 11/01/2019

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალების კომისიის წევრების მთავარი კრიტერიუმი სანდოობა იქნება.

პრეზიდენტის თქმით, მისი უახლოესი მეგობარი ნათელა მაჭავარიანი შეწყალების კომისის არც თავმჯდომარედ და არც წევრად არ განიხილება.  

“სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ნათელა მაჭავარიანი არ არის გათვალისწინებული შეწყალების კომისიის არც თავმჯდომარედ და არც წევრად. ეს იქნებოდა მისთვის მძიმე ტვირთი და როგორც მეგობარი მას არ ვუსურვებ ამას. შეწყალების კომისიის წევრები შეირჩევიან საანდოობით, სინდისით, ჩემი დისკრეციით”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა.