პოლიტიკური პერსონა არ ვარ - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკური პერსონა არ ვარ - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

A+ A-

386

19:37 11/01/2019

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი პოლიტიკური პერსონა აღარ არის. ზურაბიშვილმა ამგვარად უპასუხა მოსამართლეების საკითხზე დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან კონკრეტულ მოსამართლეებზე პირადი აზრის დაფიქსირება მიუღებელია.

"მე არ ვარ პოლიტიკური პერსონა, არც ოპოზიციაში და არც პოზიციაში, ამიტომ ჩემგან სრულიად მიუღებელი იქნება, რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც შეიძლება თქვენც და ბევრმა სხვამაც იცით. მე, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს პოზიცია რომელიმე მოსამართლის მიმართ, არც იმის მიმართ, თუ როგორ უნდა შეიქმნას სია, რომელიც უზენაეს სასამართლოს დააკომპლექტებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 სკანდალური კანდიდატურა წარუდგინა. აღნიშნული სიის განხილვას აზრთა სხვადასხვაობა და უკმაყოფილება მოჰყვა, რის საფუძველზეც, პარლამენტმა განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო. ამის საფუძველზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა.