საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას ვერ ხედავს
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას ვერ ხედავს

A+ A-

118

19:38 11/01/2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას ვერ ხედავს და ამ მიმართულებით ხელისუფლებასთან რჩევა არ აქვს. მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან ბოლომდე უნდა იყოს შეთანხმებული.

"დღევანდელ დღეს, დღევანდელ პირობებში, სანამ მე არ დავინახავ, რომ არის რაღაცა წინაპირობები იმისთვის, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს, არანაირ რეკომენდაციას არ მივცემ არავის.

მე არ მგონია, რომ დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალებას, რომ საქართველო რუსეთთან იყოს რაიმე ურთიერთობაში, საწყისს ურთიერთობაში, ისე რომ ეს არ იყოს თავის უახლოეს პარტნიორებთან შეთანხმებული ბოლომდე. მე არ ვარ მზად, არც მთავრობას არც კანონმდებელ ორგანოს, ამ კუთხით რამე რჩევა მივაწოდო,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.