შსს-მ თბილისში ავტომანქანების დაზიანების და გაქურდვის ფაქტები გახსნა და ერთი პირი დააკავა
შსს-მ თბილისში ავტომანქანების დაზიანების და გაქურდვის ფაქტები გახსნა და ერთი პირი დააკავა

A+ A-

11:52 12/01/2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.ზ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თბილისში 3 ავტომობილი გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისში 5 ავტომობილი დააზიანა, 3 ავტომობილიდან კი სხვადსხვა ნივთები მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.