ირაკლი კობახიძე - უნდა შემუშავდეს პროცედურა და ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესი
ირაკლი კობახიძე - უნდა შემუშავდეს პროცედურა და ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესი

A+ A-

48

12:01 12/01/2019

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა.

მისი თქმით, უნდა შემუშავდეს პროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესი. მთავარია ის, თუ როგორ წარიმართება პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერის პროცესი.

„დეტალურად ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესი. ამასთან დაკავშირებით ზოგადი განცხადება უკვე გაკეთებული გვაქვს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უნდა შემუშავდეს პროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. მთავარია ის, თუ როგორ წარიმართება პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერის პროცესი და ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა ჩვენ მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო ფორმატი ამისათვის არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია შექმნილია. გასული წლის განმავლობაში ამ ჯგუფის მუშაობას წარვმართავდი მე. აქ წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, მათ შორის: პარლამენტის წევრები, ასევე წარმოდგენილია მთავრობა იუსტიციის სამინისტროს სახით, აქ არის წარმოდგენილი სასამართლო ხელისუფლებაც, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკლებლივ ყველა წევრი. აქ ასევე წარმოდგენილნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წამრომადგენლები.

ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი, სადაც შესაძლებელია კრიტერიუმებსა და პროცედურაზე მსჯელობა, თუ რა სახით, რა დონის საკანონმდებლო აქტით უნდა გაიწეროს ისინი და ა.შ. ამაზე რა თქმა უნდა, დეტალურად უნდა ვიმსჯელოთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში. უახლოეს მომავალში უნდა ჩაინიშნოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც დავიწყებთ მსჯელობას ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.