საქართველოს ყველა მოქალაქეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება
საქართველოს ყველა მოქალაქეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება

A+ A-

12:08 12/01/2019

საქართველოს ყველა მოქალაქეს დღეიდან გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული უნფორმაციით, აქამდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის არეალი რჩებოდა.

„ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს“, – განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ,  დღეიდან ასევე ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუს  უფასოდ გაიცემა.