რუსთავში მანქანა დაიწვა
რუსთავში მანქანა დაიწვა

A+ A-

12:15 12/01/2019

რუსთავში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა.

"მერსედესის“ მარკის ავტომობილში ხანძარი მაშინ გაჩნდა, როცა მანქანა გაჩერებული იყო. ავტომობილში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები და პოლიცია მუშაობენ.