"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატები მზად არიან სრულიად გამჭვირვალედ ნებისმიერ რეგულაციას დაექვემდებარონ"
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატები მზად არიან სრულიად გამჭვირვალედ ნებისმიერ რეგულაციას დაექვემდებარონ"

A+ A-

12:47 12/01/2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ თითიეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი მზადაა სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმსა და რეგულაციას დაექვემდებაროს.

ამის შესახებ მიქაუტაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიაზე საუბრისას განაცხადა.

„შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ფართო სარეფორმო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კრიტერიუმებზე ვიმსჯელებთ. რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, მე თითოეულ მათგანთან მქონდა საუბარი და ყველას პოზიცია არის, რომ შემუშავებულ ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებარება თითოეული მათგანი და საერთო წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა. პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, თუ იქნება მიღებული კრიტერიმები, ჩვენ მზად ვართ ღია პროცესში, აბსოლუტურად გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც სარეფორმო ჯგუფი შეთანხმდება", - განაცხადა მიქაუტაძემ.
სიის ფორმალურად ჩაგდებასთან დაკავშირებულ საკითხზე  გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ეს დეტალებია და მნიშვნელოვანი არაა.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი წარმოდგენილი თითოეული კანდიდატი მზადაა სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმსა და რეგულაციას დაექვემდებაროს და საერთო წესით გასცეს პასუხი ყველა კითხვას. ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება კრებსითად რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. აქაა ინდივიდუალურად თითოეული კანდიდატურის მიერ გასაცემი პასუხები. დრო მოვიდა მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ, თითოეულ კანდიდატთან თუ არსებობს კითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი", - განაცხადა მიქაუტაძემ.