„წარმოდგენილი 10-კაციანი სია არ გავა!"
„წარმოდგენილი 10-კაციანი სია არ გავა!"

A+ A-

14:23 12/01/2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსამართლეთა 10-კაციანი სია, რასაც "ქართულ ოცნებაში" დაპირისპრეიბა მოჰყვა, საკანონმდებლო ორგანოს მიერ არ დამტკიცდება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს, უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურები.

„მე არ ვიცი, საბჭოს რა ჰგონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში - მათი წარმოდგენილი 10-კაციანი სია არ გავა! მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ,“ - წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.