მაკედონიას დღეიდან ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება
მაკედონიას დღეიდან  ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება

A+ A-

14:30 12/01/2019

მაკედონიას დღეიდან  "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა" ეწოდება. ეს გადაწყვეტილება მაკედონიის პარლამენტმა 81 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღო. სულ პარლამენტში 120 პარლამენტარია.

ამ გადაწყვეტილებით მოიხსნა ის პრობლემები, რაც ქვეყანას ხელს უშლიდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაში. ძველ სახელწოდებას - "მაკედონიას" 27 წლის განმავლობაში აპროტესტებდა საბერძნეთი, რომლის შემადგენლობაშიც არის ისტორიული პროვინცია - მაკედონია. ახლა ორ ქვეყანას შორის დადებული გარიგება საბერძნეთის პარლამენტმაც უნდა დაამტკიცოს.

კენჭისყრა ქვეყნის პარლამენტში ოპოზიციონერი ნაციონალისტების ბოიკოტისა და საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.