სოფელ ხიდისთავის მოსახლეობამ სასმელი წყლის არქონის გამო გორი-მცხეთის გზა გადაკეტა
სოფელ ხიდისთავის მოსახლეობამ სასმელი წყლის არქონის გამო გორი-მცხეთის გზა გადაკეტა

A+ A-

15:26 12/01/2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობამ, სასმელი წყლის არქონის გამო, გორი-მცხეთის გზა გადაკეტა და ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ უკვე 2 კვირაა, სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდებათ. თუმცა, წყალი მანამდეც პრობლემურად მიეწოდებოდათ. მათი თქმით, პრობლემა არასწორმა პროექტირებამ შექმნა.    

აქციის მონაწილეები მხარის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვდნენ. თუმცა, ისინი პოლიციამ ისე დაშალა და გზის გახნა ისე მოახერხა, რომ მათთან   ხელისუფლებიდან არავინ მისულა.