საფრანგეთის ალპებში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
საფრანგეთის ალპებში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

A+ A-

17:27 20/01/2019

კურშეველის სამთო სათხილამურო კურორტზე სამსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაიწვა, წინასწარი ინფორმაციით, ალმოდებულ შენობაში ევაკუაცია შეუფერხებლად დაიწყო, თუმცა ყველას გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილია ორი ადამიანი. მათი ამოცნობა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად 22 ადამიანია დაშავებული, აქედან ოთხის მდგომარეობა კი განსაკუთრებით კრიტიკულია.

შენობაში  ძირითადად კურორტზე დასაქმებული პერსონალი ცხოვრობდა.

ცნობისთვის, კურშეველი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ კურორტად მიიჩნევა, სადაც ძირითადად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ისვენებენ.