გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი საქართველოში 22 იანვარს შემოვა
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი საქართველოში 22 იანვარს შემოვა

A+ A-

10:40 21/01/2019

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი საქართველოში 22 იანვარს შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მწარმოებელი კომპანიისაგან ვაქცინის 7 000 დოზას მიიღებს, მათი უფასოდ მიღება კი მოქალაქეებს 23 იანვრიდან შეეძლებათ. ვაქცინა საქართველოში, 22 იანვარს დღის მეორე ნახევარში შემოვა.

"ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და გადაწყდება, რომელი ჯგუფი მიიღებს აღნიშნულ ვაქცინას. ძირითადად, ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფი გახლავთ ორსული ქალბატონები, რადგან ორსულობის დროს გრიპი სერიოზულ გართულებებს იწვევს და ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ ვაქცინით აიცრან ორსული ქალბატონები. ვაქცინა, რა თქმა უნდა, უფასო იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით სახელმწიფომ ვირუსის სეზონამდე ანუ შემოდგომაზე 41 000 ადამიანი აცრა, რომლებიც რისკ-ჯგუფებში შედიოდნენ.