დღეიდან ორსულებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრები იწყება
დღეიდან ორსულებისთვის  გრიპის საწინააღმდეგო აცრები იწყება

A+ A-

12:59 24/01/2019

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პაატა იმნაძის განცხადებით,  ორსულებისთვის დღეიდან თბილისსა და დიდ ქალაქებში გრიპის საწინააღმდეგო აცრები იწყება.

მისი თქმით, ხვალიდან ვაქცინა რეგიონებშიც განაწილდება. გრიპზე აცრა ორსულებისთვის უფასოა.

"ორსულებისთვის ვაქცინა უკვე შემოტანილია. დღეიდან თბილისსა და დიდ ქალაქებში ყველგან არის, ხვალ კი, ყველა რაიონულ ცენტრში იქნება განაწილებული. ორსულის გრიპზე აცრა სასურველი და რეკომენდებულია, წითელაზე ორსულის აცრა კი, არ შეიძლება“, - განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება წითელას ვირუსს, მისი ინფორმაციით, დღეისთვის ქვეყანაში რეგისტრირებულია წითელას 580 შემთხვევა. ბოლო სამი დღის განმავლობაში 12 000-მდე ადამიანი აიცრა.

პაატა იმნაძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ გრიპის ვირუსი მკვეთრად არის შემცირებული, თუმცა რისკი არსებობს.