H1N1-ის ვირუსის შემთხვევები შემცირებულია
H1N1-ის ვირუსის შემთხვევები შემცირებულია

A+ A-

12:53 28/01/2019

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის გავრცელების მასშტაბები  მცირდება.

ბოლო მონაცემებით, ასი ათას მოსახლეზე ვირუსის მხოლოდ 249 შემთხვევა ფიქსირდება.

„წინა კვირაში ეს მაჩვენებელი 251-ს შეადგენდა. ამ სეზონზე, ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი გასული წლის ბოლო კვირაში დაფიქსირდა – 100 ათას მოსახლეზე 276 შემთხვევა. მიმდინარე წლის იანვრის პირველი ოთხი კვირის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი იკლებს“,- აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიმდინარე სეზონზე H1N1-ის ვირუსით ქვეყანაში 20 ადამიანი გარდაიცვალა.