არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით შსს-მ 30 წლამდე მამაკაცი დააკავა
არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით შსს-მ 30 წლამდე მამაკაცი დააკავა

A+ A-

16:43 29/01/2019

გორში არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 წლამდე მამაკაცი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ 9 წლის უდედ-მამოდ დარჩენილ ცოლის დისშვილს, ოჯახის სხვა არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-ს ცნობით, ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი და აღნიშნული ძალადობის შემსწრე მისი და-ძმა სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ ქვეპუნქტის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას, არასრულწლოვნის მიმართ სხვა არასრულწლოვნის თანდასწრებით გულისხმობს.

დაკავებულს 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.