იტალიაში მოკლულ ქართველ მხატვარს, თამარ მოდებაძეს საქართველოში შაბათს ჩამოასვენებენ
იტალიაში მოკლულ ქართველ მხატვარს, თამარ მოდებაძეს საქართველოში შაბათს ჩამოასვენებენ

A+ A-

17:43 29/01/2019

იტალიაში მოკლულ ქართველ მხატვარს, თამარ მოდებაძეს საქართველოში შაბათს ჩამოასვენებენ. ოჯახის წევრები და ახლობლები მას ჭიათურაში დაკრძალავენ. ინფორმაციას ნეაპოლში ქართველთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ლაფაჩიძე ავრცელებს.

მისი თქმით, დღეს და ხვალ ნეაპოლის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროში გამოსამშვიდობებელი პანაშვიდები ტარდება. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით მოწმეების დაკითხვა კვლავ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 50 წლის ქართველი მხატვარი თამარ მოდებაძე, გავრცელებული ვერსიით, იტალიაში ქართველმა ემიგრანტმა მოკლა.

მკვლელობის მიზეზად სავარაუდოდ, ძარცვას ასახელებენ. გარდაცვლილს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ცხედარი, საბოლოოდ, მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლში ნახეს.