ბრექსიტზე მოლაპარაკებები არ განახლდება - ემანუელ მაკრონი, სებასტიან კურცი და დონალდ ტუსკი გადაწყვეტილებას არ ცვლიან
ბრექსიტზე მოლაპარაკებები არ განახლდება  - ემანუელ მაკრონი, სებასტიან კურცი და დონალდ ტუსკი გადაწყვეტილებას არ ცვლიან

A+ A-

×

12:36 30/01/2019

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ბრექსიტთან დაკავშირებით მოლაპარაკაბების პროცესის განახლება შეუძლებელია.

"შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ, არის ყველაზე კარგი მოდელი და არ შეიძლება, რომ კვლავ მოლაპარაკების პროცესს დავუბრუნდეთ“,-  აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

მაკრონის პოზიციას იზიარებს ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი. მისი განცხადებით,  მკაცრი ბრექსიტი დაუშვებელია.

"არ იქნება არანაირი განმეორებით მოლაპარკებები შეთანხმებასთან დაკავშირებით“,- წერს კურცი "ტვიტერზე“.

შეთანხმების გადახედვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. 18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბრიუსელში 584-გვერდიანი დოკუმენტი მიიღეს. მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს.