ჰოლივუდის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი
ჰოლივუდის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი

A+ A-

×

14:34 02/02/2019

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი მაყურებლებისათვის, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, მათ დაიპყრეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი რისთვისაც მათ კინოგადაღებებისას სოლიდურ თანხები მიიღეს.

ამერიკულმა გამომცემლობამ Variety გამოაქვეყნა სტატია, სადაც დასახელებულია ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეული.

1. დენიელ კრეიგი ჰონორარი: $ 25 მილიონი ფილმისთვის "ბონდი -25" რომელსაც მაყურებელი 2019წელს იხილავს. დენიელი ის მსახიობია, რომელიც ბოლო დროის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის, ყველაზე დიდი ჰონორარით დაიკვეხნის. ის საზოგადოებამ 2001 წელს, ფილმიდან "ლარა კროფტი"გაიცნო. პოპულარობა ლურჯთვალა მსახიობს კი "ბონდმა" მოუტანა.

2. დუეინ ჯონსონი-ჰონორარი: $ 22 მილიონი ფილმისთვის "წითელი მუქარა" ფილმის გადაღებები ამჟამად მიმდინარეს და მას ტელემაყურებლების წინაშე 2020 წელს წარადგენენ. დუეინი კინოში 29 წლის ასაკში მივიდა და პირველი მთავარი როლი მიიღო ფილმში "მორიელების მეფე", რაშიც მას 5, 5 მილიონი $ გადაუხადეს. გინესის რეკორდების წიგნში ჩაიწერა, რადგან ეს იყო ყველაზე დიდი საფასური პირველი მნიშვნელოვანი როლისთვის.

3. ვინ დიზელი-ჰონორარი: $ 20 მილიონი ფილმისთვის "ფორსაჟი-8" რომელიც 2017 წელს გამოვიდა. პირველად ვინ დიზელი, როგორც ნიჭიერი მსახიობი, ფილმში "The Hobo" შენიშნეს, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება ფილმა ფორსაჟმა მოუტანა.

4. ენ ჰეთევეი-ჰონორარი: $ 15 მილიონი ფილმისთვის "Barbie", ფილმი 2020 წელს გამოვა. როგორც ცნობილია ენი კათოლიკური, მკაცრი წესებით იზრდებოდა ბავშვობიდან და მისი მოანაზვნად აღკვეცა იყო გადაწყვეტილი. მას, თავისი გარეგნობის გამო რცხვენოდა და ხშირად დეპრესიაში ვარდებოდა. თუმცა, სკოლის სპეციალური გუნდების წყალობით, მის სამსახიობო კარიერას ჩაეყარა საფუძველი.

5. ჯენიფერ ლოურენსი-ჰონორარი: : $ 15 მილიონი ფილმისთვის "წითელი ბეღურა" რომელიც 2018 წელს გამოვიდა. პროფესიული აღიარება ლოურენსს მოუტანა ფილმმა "ჩემი მეგობარი ფსიქოპატია". თუმცა, ის ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა ფილმებით "ადამიანი X" და "შიმშილის თამაშები".

6.ტომ კრუზი-ჰონორარი: $ 11-13 მილიონი ფილმისთვის "მუმია", ფილმი2017 წელს გამოვიდა. "შორს", "ფართოდ დახუჭული თვალები", "ვანილის ცა", "უკანასკნელი სამურაი", "წვიმის კაცი"- ეს ის ფილმებია ტომის მონაწილეობით, რომელთა დავიწყება მაყურებელმა ვერ შეძლო.

7.სანდრა ბალოკი-ჰონორარი: $ 10 მილიონი ანიმაციური ფილმისთვის "Minions", რომელიც საყვარელმა მაყურებლებმა 2015 წელს იხილეს. ყველაზე ძლიერ სამუშაოდ სანდრას, დრამატულ ფილმში "გრავიტაცია" ქალი ასტრონავტის როლის შესრულება ჩაეთვალა. ერთადერთი ქალი მსახიობია, რომლემაც ერთ წელიწადში მიიღო "ოსკარის" ჯილდო, "ოქროს ჟოლო", საუკეთესო შემსრულებელის ტიტული ფილმში "უხილავი მხარე" და ყველაზე ცუდი შესრულება ფილმში "ყველაფერი სტივის შესახებ".

8. ლეონარდო დიკაპრიო-ჰონორარი: $ 10 მილიონი ფილმისთვის "ერთხელ ჰოლივუდში" რომელიც 2019 წელს გამოვიდა. 90-იან წლებში, ფილმ "ტიტანიკში" ჯეკის როლის შესრულებისას დიკაპრიომ მსოფლიო მოხიბლა და მას შემდეგ, დღემდე, ეჭვი არავის შეჰპარვია მის ნიჭში, თუმცა ის მხოლოდ ერთ ოსკარს ფლობს.

9.რობერტ დაუნი უმცროსი-ჰონორარი: $ 10 მილიონი ფილმისთვის "ადამიანი ობობა"- სახლში დაბრუნება, კომიქსების მოყვარულებმა ფილმი 2017 წელს იხილეს. მას ფილმში მხოლოდ 15 წუთიანი როლი აქვს, თუმცა, იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მზად იყვნენ ფილმის შემქმნელები, მისთვის ეს კოლოსალური თანხა გადაეხადათ.

10. ემილი ბლანტი-ჰონორარი: $ 8–10 მილიონი ფილმისთვის "კრუიზი ჯუნგლებში" ფილმს მაყურებელი 2019 წელს იხილავს. ემილი ბლანტი ჰოლივუდში მოხვდა მირანდა პრისლის თანაშემწის როლით ფილმში "ეშმაკი ატარებს პრადას". კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ემილიმ შესრულებით, მთავარ როლში მონაწილე ენ ჰეთევეისაც კი აჯობა

.