აჩიკო გულედანი და გვანცა ჯაფარიძე დაქორწინდენ
აჩიკო გულედანი და გვანცა ჯაფარიძე დაქორწინდენ

A+ A-

1945

18:24 02/02/2019

მუსიკოსი აჩიკო გულედანი დაქორწინდა.  მისი რჩეული ასევე მომღერალი გვანცა ჯაფარიძე გახდა.
 
აჩიკო გულედანი ყვითელი პრესას  არ წყალობს. ინტერვიუები არ უყვარს.  მის პირად ცხოვრებაზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ  წარსულში იყო დაქორწინებული, მისი მეუღლე ჟურნალისტი ნინი ბუკია იყო, რომელმაც  მედიიდან პიარში გადაინაცვლა და ახლა "საქართველოს ბანკში" მუშაობს.

ნინი ბუკიას და აჩიკო გულედანს ორი შვილი ჰყავთ.

გვანცა ჯაფარიძე ხალხმა პროექტ "საქართველოს ვარსკვლავიდან" გაიცნო. ამ პროექტში 2013 წელს მონაწილეობდა და მესამე ადგილზე გვიდა. წარსულში გვანცა ჯაფარიძე მოდელიც იყო.  

აჩიკო გულედანს და გვანცა ჯაფარიძეს  ქორწილი პირველ თებერვალს ჰქონდათ.