პარიზში "ყვითელი ჟილეტების” აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
პარიზში "ყვითელი ჟილეტების” აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

A+ A-

×

11:59 03/02/2019

საფრანგეთის დედაქალაქში ე.წ. ყვითელი ჟილეტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ემანუელ მაკრონის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხმა საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე ქალაქში გამართა. ყველაზე მასშტაბური კი პარიზისა და ნანტეს დემონსტრაციები იყო.

პარიზში მომიტინგეები რესპუბლიკის მოედანზე აპირებდნენ შეკრებას, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პოლიციამ მათ წინააღმდეგ  ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი. არიან დაკავებულებიც.

ხელისუფლების წინაღმდეგ საპროტესტო აქციები პარიზში უკვე მე-12 კვირაა იმართება. საპროტესტო აქციები საწვავზე ფასების მატების გამო დაიწყო და შემდეგ ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.