Brexit-ის გამო ლონდონში არეულობის შემთხვევაში სამეფო ოჯახის ევაკუაცია განხორციელდება
Brexit-ის გამო ლონდონში არეულობის შემთხვევაში სამეფო ოჯახის ევაკუაცია განხორციელდება

A+ A-

86

12:18 03/02/2019

თუ “Brexit”-ი ქვეყნის დედაქალაქში არეულობას გამოიწვევს, ლონდონიდან დიდი ბრიტანეთის დედოფლისა და სამეფო ოჯახის სხვა წევრების ევაკუაცია განხორციელდება. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “The Guardian”-ი  “The Sunday Times”-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამეფო ოჯახის ევაკუაციის გეგმა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეიმუშავა და ის Brexit-ით გამოწვეული "განსაკუთრებული სიტუაციის" შემთხვევაში ამოქმედდება.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ექსტრემალური ევაკუაციის გეგმა ჯერ კიდევ ცივი ომის დროიდან არსებობდა, ამ ეტაპზე კი "Brexit-ით გამოწვეული შესაძლო სამოქალაქო არეულობა და ამით გამოწვეული შედეგები ჩაემატა".

სტრატეგიის მიხედვით, დედოფალ ელისაბედსა და მის მეუღლეს, პრინც ფილიპს ლონდონიდან მოშორებით, საიდუმლო ადგილზე გადაიყვანენ.
 
შეგახსენებთ, ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის “Brexit”-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა. ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.