3 438 174 მილიონი ლარი მაჟორიტარების ბიუროებისათვის - რაში იხარჯება ბიუჯეტის ფული?!
3 438 174 მილიონი ლარი მაჟორიტარების ბიუროებისათვის - რაში იხარჯება ბიუჯეტის ფული?!

A+ A-

344

12:30 05/02/2019

საქართველოს პარლამენტის 73 მაჟორიტარის ბიუროში ჯამში 389 ადამიანია დასაქმებული. მაჟორიტარების ბიუროს წარმომადგენლობების ხელფასებში 2018 წელს სახლმწიფო ბიუჯეტიდან 3 238 174 ლარი დაიხარჯა.

მართალია, საქართველოს მოქალაქეების უმეტესობამ მათი რაიონის მაჟორიტარების საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერი იცის (მათი სამაჟორიტარო ბიუროების საქმიანობის შესახებ მითუმეტეს), ისევე როგორც არ იცის, რაში იხდის სახელმწიფო ამ არც თუ ისე მცირე თანხას, მაგრამ ის კი ცხადია, რომ მაჟორიტარების ბიუროები ხშირ შემთხვევაში დაკეტილია და იქ ამომრჩეველს პასუხის გამცემიც არავინ ხვდებათ ხოლმე.

მაჟორიტარი პარლამენტარებიდან ყველაზე მეტი თანამშრომელი რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარს, გოჩა ენუქიძეს ჰყავს. ენუქიძის სამაჟორიტარო ბიუროს 19 თანამშრომელია დასაქმებული და მათი წლიური ანაზღაურება ჯამში 123 495 ლარს შეადგენს. 17 თანამშრომელი ჰყავს ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარს, გედევან ფოფხაძეს, რომელთა სამსახურეობრივი სარგოც 2018 წელს 74614 ლარი იყო.

"2020NEWS" დაინტერესდა, რომელი მაჟორიტარის ბიუროში რამდენი ადამიანი უზრუნველყოფს რაიონის მაჟორიტარისა და მათი ამომრჩევლების "მუდმივ კომუნიკაციას".

მთაწმინიდის მაჟორიტარს, სალომე ზურაბიშვილს, სამაჟორიტარო ბიუროში 4 თანამშრომელი ჰყავდა. მათი წლიური ანაზღაურება ჯამში 30,457,14 ლარს შეადგენდა. ვაკის მაჟორიტარ ბიძინა გეგიძის ბიუროში მხოლოდ 2 თანამშრომელია დასაქმებული. მათი ანაზღაურება  გასულ წელს 27,600 ლარი იყო. ვაკის კიდევ ერთ მაჟორიტარს, ზაზა ხუციშვილს სამაჟორიტარო ბიუროში 3 თანამშრომელი ემსახურება, მათი ხელფასი 37 500 ლარი იყო. საბურთალოს დეპუტატ მამუკა მდინარაძეს ბიუროში 4 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. 2018 წელს მათ ხელფასებზე 48,059,50 ლარი დაიხარჯა. საბურთალოს რაიონის კიდევ ერთ მაჟორიტარს, ნინო გოგუაძეს ბიუროში - 4 თანამშრომელი ჰყავს. მათი ანაზღაურება 48,600 ლარით განისაზღვრა. საბურთალოს №6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარის, ლევან  გოგიჩაიშვილის 8 თანამშრომელზე კი - 48,001,91 ლარი გაიცა.
კრწანისის საარჩევრო ოლქის მაჟორიტარ ბექა ოდიშარიას 2 თანამშრომელიც ყოფნის ბიუროში.  თუმცა მათი ანაზღაურება გასულ წელს 50,278 ლარი იყო. ისნის №8 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ ირაკლი აბუსერიძეს 3 თანამშრომელი ჰყავს. მათი წლიური ანაზღაურება ჯამში  34,630 ლარი იყო.

უმრავლესობიდან გარიცხული დავით ჭიჭინაძეც ისნის რაიონის მაჟორიტარია. მას ბიუროში 6 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. მათი სამსახურეობრივი სარგო 2018 წელს ჯამში 21,448,16 ლარი იყო. ისნის №10 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარის, ბექა ნაცვლიშვილის ბიუროს 4-მა  თანამშრომელმა კი, გასულ წელს ბიუჯეტიდან ჯამში 32,282,14 ლარი მიიღო.

სამგორის №11 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარის, გიორგი მოსიძის 4 თანამშრომელზე 45,750 ლარი დაიხარჯა, მარიამ ჯაშის 2 თანამშრომელზე - 33,600 ლარი; შოთა ხაბარელის  3 თანამშრომლის საქმიანობა კი ჯამში 39,000 ლარად შეფასდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გიორგი ვოლსკის, რომელიც ჩუღურეთის მაჟორიტარია, ბიუროში 5 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. მათ ხელფასებზე ჯამში 32,469,48 ლარი გაიცა. დიდუბის მაჟორიტარის, ზაზა პაპუაშვილის ბიუროს 4 თანამშრომელზე კი - 34,476,32 ლარი. მილიონერ დეპუტატ ივლიანე წულაიას, 3 თანამშრომელიც ჰყოფნის ხალხთან აქტიური კომუნიკაციისთვის. მათზე გასულ წელს  36,375 ლარი გაიცა.

ნაძალადევის მაჟორიტარი სოფიო კილაძე 5 თანამშრომლით უმკლავდება საქმეს. მან ბიუროს თანამშრომლებზე გასულ წელს ბიუჯეტიდან 38,304,76 ლარი გასცა, ხოლო ნაძალადევის რაიონის კიდევ ერთმა მაჟორიტარმა მიხეილ ყაველაშვილმა 4 თანამშრომელზე - 50,336,36 ლარი. ნაძალადევის რაიონს მესამე მაჟორიტარიც ჰყავს - ზაზა გაბუნია. გაბუნიას ბიუროში 3 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. გასულ წელს მათ ჯამში 37,600 ლარი მიიღეს ბიუჯეტიდან.

გლდანსაც 3 მაჟორიტარი ჰყავს. დეპუტატ კობა კობალაძეს სამაჟორიტაროში  3 თანამშრომელი ჰყავს. მათ 42,645 ლარი მიიღეს გასულ წელს. ლევან კობიაშვილის 2-მა თანამშრომელმა - 36,000 ლარი, ხოლო ლევან კობერიძის - 5-მა თანამშრომელმა - 26,309 ლარი მიიღო.

რაც შეეხება რეგიონებს:  საგარეჯოს მაჟორიტარის რომან მუჩიაშვილის ბიუროს 4-მა თანამშრომელმა 26,487,50 ლარი მიიღო ბიუჯეტიდან, გურჯაანის მაორიტარის დავით სონღულაშვილის ბიუროს 7-მა თანამშრომელმა  - 47,469,91 ლარი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარის, ირაკლი შიოლაშვილის 2-მა თანამშრომელმა - 20,190 ლარი, ლაგოდეხი-ყვარლის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის 7-მა თანამშრომელმა - 67,800  ლარი, თელავი-ყვარლის დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის  6-მა თანამშრომელმა - 58,044 ლარი, ხოლო ახმეტის მაჟორიტარის, გელა სამხარაულის 3-მა  თანამშრომელმა - 52,945 ლარი.

რუსთავის მაჟორიტარს, პაატა მხეიძეს  6 თანამშრომელი ჰყავს. მათი გასული წლის სარგო ჯამში 41,090,48 ლარით განისაზღვრა. რუსთავის კიდევ ერთი დეპუტატის,  გიორგი ბეგაძის 5 თანამშრომლის წლიური სარგო კი - 50,150 ლარით განისაზღვრა.

გარდაბნის მაჟორიტარმა სავალან მირზოევმა სამაჟორიტარო ბიუროში 3 თანამშრომელი აიყვანა და გასულ წელს ბიუჯეტიდან 47,809,52 ლარი გადაუხადა. თეთრიწყაროს მაჟორიტარმა გოდერძი ჩანქსელიანმა 5 თანამშრომელს 43,650 ლარი, ბოლნისის დეპუტატმა გოგი მეშველიანმა  - 39,600 ლარი, დმანისია და წალკის მაჟორიტარმა კახაბერ ოქრიაშვილმა ბიურში 10 თანამშრომელი დაასაქმა და ჯამში 46,920 ლარი გადაუხადა ბიუჯეტიდან; მარნეულის მაჟორიტარმა რუსლან გაჯიევმა კი 7 თანამშრომელი აიყვანა და ჯამში 47,900 ლარი გადაუხადა.  მარნეულის კიდევ ერთი დეპუტატი თამაზ ნავერიანია. მას ბიუროში 5 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული - ჯამში 42,360 ლარად.

მცხეთის მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე 6 თანამშრომლით უძღვება საქმეს და გასულ წელს მათ 42,266 ლარი გადაუხადა. ხოლო თიანეთის მაჟორიტარს, ზაქარია ქუცნაშვილს 11 თანამშრომელი ჰყავს და ბიუჯეტს მათი საქმიანობა გასულ წელს 74,428,57 ლარი დაუჯდა.

კასპის მაჟორიტარ ირაკლი მეზურნიშვილს სამაჟორიტარო ბიუროში 3 თანამშრომელი ჰყავს და მათი წლიური ანაზღაურება 36,600 ლარი იყო. ქარელის მაჟორიტარის, გიორგი თოთლაძის 6 თანამშრომლის - 44,400,02 ლარი, გორის მაჟორიტარის - იოსებ მაკრახიძის 5 თანამშრომლის - 40,336 ლარი, ხოლო გორის კიდევ ერთი მაჟორიტარის, თენგიზ ხუბულურის 7 თანამშრომლის - 41,515 ლარი. ხაშურის მაჟორიტარის ბიურო 5 თანამშრომლით არის წარმოდგენილი და წელიწადში 42,178,26 ლარია მათზე გასაცემი.

ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ გიორგი კოპაძეს ბიუროში 10 თანამშრომელი სჭირდება. სახელმწიფოს მათი საქმიანობა გასულ წელს 50,888,21 ლარი დაუჯდა. ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარ გედევან ფოფოხაძეს კი, ამომრჩეველთან სამუშაოდ 17 თანამშრომელი სჭირდება. გასულ წელს მათ ჯამში 74,616 ლარი მიიღეს ბიუჯეტიდან. ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ ენზელ მკოიანს 8 თანამშრომელი ჰყავს. მათზე 59,017 ლარ გაიცა ბიუჯეტიდან.

ქუთაისს 3 მაჟორიტარი ჰყავს. გენადი მარგველაშვილი 6 თანამშრომლით  კონტაქტობს საკუთარ ამომრჩეველთან და ამაში სახელმწიფო 48,300 ლარს ხარჯავს.  დიმიტრი მხეიძე 3 თანამშრომლით და მათი ანაზღაურება გასულ წელს 31,800 ლარი იყო, ხოლო კობა ნარჩემაშვილის 4 თანამშრომელზე 48,000 ლარი გაიცა.
ტყიბული-თერჯოლის დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ბიუროში 7 თანამშრომელია დასაქმებული 76,062 ლარად; ბაღდათი-ხარაგაულის დეპუტატის, კობა ლურსმანაშვილის ბიუროში 5 თანამშრომელი - 46,200 ლარად; ზესტაფონის მაჟორიტარის, შალვა კიკნაველიძის ბიუროში 5 თანამშრომელი 49,500 ლარად; საჩხერის დეპუტატის, პაატა კვიჟნაძის 4 თანამშრომლიანი ბიურო 48,000 ლარი დაუჯდა გასულ წელს სახელმწიფოს; ვანი-ხონის დეპუტატის, გივი ჭიჭინაძის 6 თანამშრომელი 37,936,69 ლარი; სამტრედიის დეპუტატის, გრიგოლ მიქელაძის 5 თანამშრომელი - 44,178 ლარი; ჭიათურის დეპუტატის, სულხან მახათაძის 4 თანამშრომელი - 38,642 ლარი; ხოლო წყალტუბოს დეპუტატის, ცოტნე ზურაბიანის ბიუროს 6 თანამშრომელი - 39,386 ლარი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის რაიონის მჟორიტარია. მას ბიუროში 5 თანამშრომელი ჰყავს და მათი შენახვა ბიუჯეტს 39,433,33 ლარი უჯდება, ხოლო ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი ნინო წილოსანი ბიუროს 8 თანამშრომელზე 69,750 ლარს ხარჯავს ბიუჯეტიდან.

ფოთის მაჟორიტარს, ირაკლი ხახუბიას ბიუროში 6 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული და წლიურად მათი ანაზღაურება 49,200 ლარია;  მარტვილი/აბაშას დეპუტატ ოთარ დანელიას 7 თანამშრომელი სჭირდება და მათ  65,322,41 ლარს უხდის წელიწადში; სენაკი/აბაშის მაჟორიტარ ირაკლი ბერაიასთვის 3 თანამშრომელიც საკმარისია და მათი შემახვა ბიუჯეტს 40,368 ლარი უჯდება. ხობის მაჟორიტარი ირაკლი (დაჩი) ბერაია 5 თანამშრომლით არის წარმოდგენილი და გასულ წელს მათზე 28,645 ლარი გაიცა. ზუგდიდის ერთი მაჟორიტარი - მერაბ ქვარაია 5 თანამშრომელს ბიუჯეტიდან 28,645 ლარს უხდის, ხოლო მეორე -  ედიშერ თოლორაია - 4 თანამშრომელს - 26,175 ლარს. წალენჯიხის მაჟორიტარ გოგა გულორდავას 5 თანამშრომელი ჰყავს და გასულ წელს მათზე 38,400 ლარი დაიხარჯა.

3 მაჟორიტარი ჰყავს ბათუმსაც. ფატი ხალვაშს ბიუროში  3 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული 29,355 ლარიად, ლევან ბეჟანიძეს 4 თანამშრომელი - 32,120 ლარად, ხოლო  მუხრან ვახტანგაძე  3 თანამშრომელი - 38,837 ლარად. ქობულეთის მაჟორიტარ კობა ნაკაიძეს 3 თანამშრომელი ჰყავს და ბიუჯეტიდან  31,200 ლარს უხდის; ხელვაჩაურის მაჟორიტარი ილია ნაკაშიძე - 3 თანამშრომელს - 40,800 ლარს, ხოლო ხულოს მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე ბიუროში 14 თანამშრომლით არის წარმოდგენილი და მათი შენახვა ბიუჯეტს შარშან 74,242 ლარი დაუჯდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს თანაშრომლების ხელფასის გარდა, მაჟორიტარებს ბიუროების იჯარისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი დაიხარჯა.