"შავ პრინცთან" ბოლო შეხვედრა იქნება ხვალ, "ნანუკას შოუში"
"შავ პრინცთან" ბოლო შეხვედრა იქნება ხვალ, "ნანუკას შოუში"

A+ A-

×

15:10 05/02/2019

ხვალ "ნანუკას შოუში" გარდაცვლილი რეპერის, აკაკი ბაბუნაშვილის, იგივე "შავი პრინცის" ბოლო ინტერვიუ გავა.

“წარმოუდგენელი სინანული მექნებოდა ამ გადაცემის ჩაწერა რომ გადამედო. დაგვირეკა და გვითხრა, რომ ახალი კლიპის პრემიერისთვის “ნანუკას შოუს” ეთერი უნდოდა. არც ერთი წუთი არ მიფიქრია დავთანხმებოდი ადამიანს, რომელმაც ბნელ 90-ებში ნათელი სხივები შეიტანა. პრინცთან ბოლო შეხვედრა იქნება ხვალ, “ნანუკას შოუში”. R.I.P” , – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემის ოფიციალურ გვერდზე.

რეპერი “შავი პრინცი”, იგივე აკაკი ბაბუნაშვილი, 48 წლის ასაკში გუშინ გვიან ღამით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი თირკმელის უკმარისობა გახდა.

საზოგადოებამ ის რეპ-კოლექტივ “ძებნილებთან” ერთად გაიცნო. 2003 წელს კი "შავი პრინცი" ჯგუფს გამოეყო და სოლო კარიერა დაიწყო. მას ეკუთვნის სიმღერები - “ავიარე ჩავიარე”, “შიმშილი”, “მუღამი მაქვს შენი”, “ბაბე”, “მი ბანდიტო” და სხვა.