"კალაძეს ვურჩევ, გამოვიდეს მშობლის როლიდან და ზრდასრულის ენით გვესაუბროს"
"კალაძეს ვურჩევ, გამოვიდეს მშობლის როლიდან და ზრდასრულის ენით გვესაუბროს"

A+ A-

×

17:36 05/02/2019

მე მგონია, რომ კახა კალაძის განცხადებაც მშობლის როლია და არ გვინდა ამ როლიდან ლაპარაკი ერთმანეთთან , - აღნიშნა ეკა ბესელიამ  „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

ეკა ბესელია თქმით, მათ გაიარეს ის გზა, რომელიც სხვა რეგისტრში საუბრის უფლებას აძლევთ.

„გედის და ლევანს დღეს არ გაუღვიძია, როგორც ზოგიერთებს, რომლებსაც დღეს გაახსენდათ, რომ არსებობს სამართლიანობა და ადამიანის უფლებები. მე ყველას ვურჩევ, გამოვიდეს მშობლის როლიდან და ზრდასრულის ენით გვესაუბროს - მე მგონია, რომ კალაძის განცხადებაც მშობლის როლია და არ გვინდა ამ როლიდან ლაპარაკი ერთმანეთთან. გავიარეთ ის გზა, რომელიც გვაძლევს უფლებას ცოტა უფრო მაღალ რეგისტრში ველაპარაკოთ მეორეს, რომლებმაც გუშინ გაიღვიძეს და გაახსენდათ, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა დაიცვას“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ცნობისათვის,  “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვისაც პარტიის დატოვების სურვილი აქვს, მისი ნებაა და ამ კონტექსტში ისიც გაიხსენა, რომ ერთ დროს „ქართული ოცნება“ კოალიციის შემადგენლობაში იყო, მაგრამ შემდგომში პარტიამ დამოუკიდებლად გააგრძელა საქმიანობა.