"ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდება
"ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდება

A+ A-

×

11:24 06/02/2019

2019 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ ABC Entertainment-ის პრეზიდენტმა კერი ბერკმა განაცხადა.

მანამდე კევინ ჰარტმა „ოსკარის“ ცერემონიის წაყვანაზე უარი თქვა. მიზეზი კი კომიკოსის ძველი, ჰომოსექსუალების წინააღმდეგ მიმართული, „ტვიტები“ გახდა, რომელიც პრესაში მას შემდეგ დაიბეჭდა, რაც ამერიკულმა კინოაკადემიამ ჰარტი 2019 წლის „ოსკარის“ ცერემონიის წამყვანად დაასახელა.

ამერიკულმა კინოაკადემიამ „ოსკარის“ პრემიის ნომინანტები 22 იანვარს დაასახელა. საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის იბრძოლებენ:  Black Panther,  BlacKkKlansman, Bohemian Rhapsody, The Favourite, Green Book, Roma, A Star is Born, Vice.

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 24 თებერვალს გაიმართება.