"ბავშვები მყავდნენ ცუდად, ეგ არ არის საპატიოო, ან ოჯახი არ გყავთ ან ოჯახის წევრი დედა არ არის?!“
"ბავშვები მყავდნენ ცუდად, ეგ არ არის საპატიოო, ან ოჯახი არ გყავთ ან ოჯახის წევრი დედა არ არის?!“

A+ A-

×

11:27 06/02/2019

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე პროცესზე არ გამოცხადების გამო 300 ლარით დააჯარიმეს. კობაიძის თქმით, მისი არმისვლის მიზეზი არასაპატიოდ ჩათვალეს, მაშინ, როდესაც პროცესი, ხან მოსამართლის ,,მოუცლელობის", ხან პროკურორის მოწმეების არ მიყვანით ხშირად გადადებულა.

"დღეს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ დამაჯარიმა არასაპატიო საფუძვლით პროცესზე არ გამოცხადების გამო)). არადა იმ პროცესზე, რომელზეც დამაჯარიმა დაახლოებით სამი წელია, გრძელდება აღნიშნული პროცესი და ხან მოსამართლის ,,მოუცლელობის", ხან პროკურორის მოწმეების არ მოყვანით ხშირად გადადებულა. თუმცა მე რომ აუხსენი, ბავშვები მყავდნენ ცუდად, ეგ არ არის საპატიოო (( და 300 ლარიანი მტკიცა)). არადა სამივე ბავშვს ფილტვების ანთება აქვს და სავადმყოფოში დავაწვინეთ((. კითხვა ან ოჯახი არ გყავთ ან ოჯახის წევრი დედა არ არის?!“ - წერს კობაიძე სოციალურ ქსელში.