თბილისის ჯაზფესტივალი 28 თებერვალს გაიხსნება
თბილისის ჯაზფესტივალი 28 თებერვალს გაიხსნება

A+ A-

×

12:20 06/02/2019

თბილისის 22-ე ჯაზფესტივალი 28 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიხსნება.  ფესტივალზე პირველ კონცერტს ახალი პროექტით თბილისის ბიგ ბენდი და ჯაზის ახალი თაობა – „თბილის ბიგ ბენდ“ და „ნიუ ჯაზ ჯენერეიშენ“ გახსნის.

ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება კონცერტი, სადაც ძველი და ახალი თაობის მუსიკოსები მსმენელს ჯაზურ კომპოზიციებს შესთავაზებენ. მათივე თქმით, წლევანდელ ფესტივალს რეკორდული რაოდენობის მონაწილე ეყოლება.

პირველ მარტს „ივენთ ჰოლში“ პეტ მეთინისა და მისი ტრიოს კონცერტი გაიმართება. ტრიოს შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზგიტარისტთან ერთად, მუსიკოსები – დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი წარდგებიან. პეტ მეთინი 20 „გრემის“ მფლობელი გიტარისტია.

ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით.

ფესტივალი 2 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დასრულდება. პეტ მეთინი ქართველი მსმენელის წინაშე უნიკალური პროექტით „მისური სქაიზ ენდ მორ“ წარდგება. ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო