ტერეზა მეი ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებასთან დაკავშირებით კენჭისყრის გადადებას გეგმავს
ტერეზა მეი ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებასთან დაკავშირებით კენჭისყრის გადადებას გეგმავს

A+ A-

64

11:33 07/02/2019

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებასთან დაკავშირებით პარლამენტში კენჭისყრის თებერვლის ბოლოსთვის გადადებას გეგმავს.  

"ტელეგრაფის“ ინფორმაციით, კენჭისყრა მომავალ კვირას არ გაიმართება,  რადგან პრემიერ-მინისტრს  შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ დაუსრულებია.

ცნობიდათვის გასულ თვეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ტერეზა მეის მთავრობის მიერ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება არ დაამტკიცა. მათ დოკუმენტის გადახედვა მოითხოვეს, თუმცა ევროკავშირი ბრექსიტის შეთანხმების ცვლილებაზე უარს აცხადებს.

დღეს ტერეზა მეი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს. გამოცემა „ტელეგრაფი“ ასევე წერდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრები ბრექსიტის რვა კვირით გადადების საკითხსაც განიხილავენ.