უნივერსიტეტებს შეუძლიათ აბიტურიენტებს ჩააბარებინონ ის საგნები, რაც მათ მომავალი განათლებისთვის სჭირდებათ - ბატიაშვილი
უნივერსიტეტებს შეუძლიათ აბიტურიენტებს ჩააბარებინონ ის საგნები, რაც მათ მომავალი განათლებისთვის სჭირდებათ - ბატიაშვილი

A+ A-

×

13:59 07/02/2019

"უნივერსიტეტებს შეუძლიათ აბიტურიენტებს ჩააბარებინონ ის პროფილური საგნები, რაც მათ მომავალი განათლებისთვის სჭირდებათ,“ - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განათლების რეფორმის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში, ხოლო მესამე საგანი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა - ტექნიკური, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

"ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და უმაღლეს სასწავლებლებს უფლება ექნებათ, თავად დანიშნონ გამოცდა აღნიშნულ ან/და სხვა რელევანტურ საგანში. 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება. სავალდებულო საბაზო განათლების 9 წლიანი სისტემა 10 წლამდე გაიზრდება. დამტკიცდება საშუალო საფეხურის (მე -11 და მე-12 კლასების) ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. პროფესიული პროგრამების საშუალო საფეხურზე ინტეგრაცია“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.