"მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს ივანიშვილთან დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია ლობირებენ"
"მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს ივანიშვილთან დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია ლობირებენ"

A+ A-

×

14:51 07/02/2019

უახლეს მომავალში საზოგადოებისთვის ის მტკიცებულებები გახდება ცნობილი, რომლის მიხედვითაც, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მიღმა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები დგანან. აღნიშნულის შესახებ “2020NEWS”-ს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ისინი მალე იმ მტკიცებულებებს წარადგენენ, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მიღმა ბაქრაძის და სხვა მაღალჩინოსნების “მერკანტილური”მიზნები დგას.

"ბიძინა ივაშვილის მიერ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის გაძლიერების მიღმა დავით ბაქრაძე და კიდევ რამდენიმე პირი დგას, მათ შორის ის ყოფილი მაღალჩინოსნებიც, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პერიოდში ძალოვან უწყებებში მსახურობდნენ. ეს ადამიანები ახლაც ახლოს არიან ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანთან, მათ თავიანთი მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე, აწყობთ ამ კლანის გაძლიერება. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პროკურატურის და სასამართლოს მუშაობაში ხელს გარედან აფათურებდნენ. ვსაუბრობ როგორც პარლამენტში მოკალათებულ ძალებზე, ისე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირებზე.

ამ ეტაპზე კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩვენ გვინდა საზოგადოებას წარვუდგინოთ კონკრეტული მტკიცებულებები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხელზე დადებული ფაქტები არსებობს, ჩვენ გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება რათა საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები წარვუდგინოთ საზოგადოებას. ჩვენი ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. მათ შორის ანტიმონოპოლიური მიმართულებით. პროცესში ჩართულები არიან მაღალკვალიფიური კადრები. ეს ჯგუფები ძალიან მალე მორჩებიან მუშაობას და საზოგადოებას წარვუდგენთ ყველა იმ მტკიცებულებას, თუ ვინ დგას ამ მოსამართლეების საკითხის მიღმა.

მერწმუნეთ, ეს ძალიან ხმაურიანი მტკიცებულებები იქნება. ის, რაც დღეს ჩვენ მურუსიძე-ჩინჩალაძემ შემოგვთავაზა, არის ის რაც გვჭირს. ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, ჩვენ მხოლოდ ზედაპირს ვხედავთ, ქვემოთ კი უფრო მძიმედაა საქმე. სანამ ურემი გადაბრუნებულა, გადავწყვიტეთ და დავიწყეთ მოქმედება“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ

"2020NEWS"-თან საუბარში. შეგახსენებთ, გუშინ “პალიტრა ნიუსის” ეთერში ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი გარკვეულმა ჯგუფმა დაარწმუნა, რომ სასამართლო სისტემაში მურუსიძეს “ემორჩილება მოსამართლეთა დიდი ნაწილი". ამ ყოველივეში კი ხაჭაპურიძე “ევროპული საქართველოს” ლიდერებს - დავით ბაქრაძეს და გიგა ბოკერიას ადანაშაულებს.