ლეგენდარული მუსიკოსი ოზი ოსბორნი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ლეგენდარული მუსიკოსი ოზი ოსბორნი საავადმყოფოში გადაიყვანეს

A+ A-

×

15:00 07/02/2019

 ლეგენდარული მუსიკოსი ოზი ოსბორნი კონცერტის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, Black Sabbath-ის სოლისტს გრიპი გაურთულდა.

ექიმებმა მას ცოტა ხნის წინ რესპირატორული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს, რაც შესაძლოა, პნევმონიაში გადაზრდილიყო.

ავადმყოფობის გამო ოსბორნს No More Tours II-ის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე კონცერტის გადადება მოუხდა.