ირაკლი კობახიძე ქვეყნის მეორე პირი რომ არის არ გეშიანიათ? - თინა ხიდაშელი
ირაკლი კობახიძე ქვეყნის მეორე პირი რომ არის არ გეშიანიათ? - თინა ხიდაშელი

A+ A-

×

16:15 07/02/2019

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ირაკლი კობახიძე ქვეყნის მეორე პირი რომ არის, საშიშია. შიშის მიზეზი კი პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მურუსიძე-ჩინჩალაძის გუნდის დაცვა უნდა გახდეს. ხიდაშელის თქმით, სკანდალური მოსამართლეებისგან ჯერ გულწრფელი მონანიებაც არ მოგვისმენია, სასჯელის შემსუბუქებაზე რომ გვეფიქრა.

“გუშინ ძალიან ცუდები იყვნენ ეს მოსამართლეებიო კობახიძემ დასტური რომ მისცა ინგას, მაგრამ დღეს აღარო, ცუდში რა იგულისხმა ნეტავ? - როცა ის ცუდი კანონდარღვევას უდრის, მაგალითად ადეიშვილის ნება-სურვილს ასრულებდნენო იქვე დააყოლა, ამხელა იურისტი კაცია, კი უნდა იცოდეს ამას კანონის ენაზე რა ქვია და რა პასუხისმგებლობა დგება; და თუ პასუხი არ უგიათ, არც უნდა აგონ და მთელი ცხოვრება მანტიაში უნდა ვატაროთ? და გულწრფელად მონანიებაც არ მოგვისმენია მაინც სასჯელის შემსუბუქებაზე რომ გვეფიქრა; და ეს კაცი (ირაკლი კობახიძე) ქვეყნის მეორე პირი რომ არის არ გეშიანიათ?”, - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა “რეაქციის” ეთერში მოსამართლეების შესახებ ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ დღეს პროტესტი არსებობს, ყოფილი ხელისუფლების პირობებში იყვნენ ზურაბ ადეიშვილის ზეწოლის ქვეშ და მისივე სიტყვებით “ცუდ რაღაცეებს სჩადიოდნენ” თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეიცვალა სისტემა შემადგენლობის გარეშე და მოიხსნა წნეხი, რომლის შემდეგაც ეს მოსამართლეები უკვე კარგ რაღაცებს სჩადიან.