ზურაბ ჯაფარიძის ძველი პირადობის მოწმობა აუქციონზე იყიდება
ზურაბ ჯაფარიძის ძველი პირადობის მოწმობა აუქციონზე იყიდება

A+ A-

×

16:47 07/02/2019

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი“ აუქციონის გამართვას აპირებს, სადაც სხვა ნივთებს შორის გაერთიანების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძველი პირადობის მოწმობაც გაიყიდება. "გირჩი“ აუქციონს ახალ ოფისში გადასვლამდე ჩაატარებს.

"კვირას, 10 თებერვლის 15:00 საათიდან ოფისი იქნება ღია ყველა მსურველისთვის, ვისაც ენდომება შეიძინოს სხვადასხვა ისტორიული ნივთი "გირჩის" ცხოვრება-მოღვაწეობიდან, როგორიცაა, მაგალითად: ზურაბ ჯაფარიძის (და არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის) პირადობის მოწმობა; მელნის ბოთლი, რომლიდან ჩამოსხმული მელნითაც იკურთხა მღვდელმსახურად ათასობით თავისუფალი ადამიანი“, - წერს "გირჩი“.

შეგახსენებთ, პარტია "გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი სახელის შეცვლას გეგმავდა, რათა ბიულეტენში "ზურაბ გირჩი ჯაფარიძედ“ ყოფილიყო წარმოდგენილი. მან ჩათვალა, რომ განაცხადი გაუუქმეს და სახელი არ შეუცვალეს, თუმცა იანვარში გაირკვა, რომ ჯაფარიძეს პირადობის მოწმობაში სახელი შეუცვალეს და ის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გახდა.