დემნა გვასალია - შვილი რომ მყავდეს, არ ვურჩევდი, ჩემს გზას გაჰყოლოდა
დემნა გვასალია - შვილი რომ მყავდეს, არ ვურჩევდი, ჩემს გზას გაჰყოლოდა

A+ A-

12:07 08/02/2019

წარმატებული ქართველი დიზაინერი,  Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია წარმატების მიღწევამდე განვლილ გზას აფასებს.

სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ქართული მენტალიტეტით გაზარდეს,  და ასწავლეს, რომ კაცის მხრიდან ემოციების საჯაროდ გამოხატვა მიღებული არ არის.

"შვილი რომ მყავდეს, არ ვურჩევდი ამ გზას გაჰყოლოდა."
"მოდაში ხალხს არასდროს მოვწონდი, არ ვიცი რატომ."
"მე ქართული მაჩო მენტალიტეტით გამზარდეს, კაცის მხრიდან ემოციების საჯაროდ გამოხატვა მიღებული არაა."
"სენტიმენტალური არ ვარ."
"არა მგონია,  ოდესმე გავხდე დიზაინერი,რომელიც ერთი საჯარო გამოჩენიდან მეორეზე მიდის. სელებრითობა არ ზის ჩემს ხასიათში."
"დღეში აზრზს ათჯერ ვიცვლი."
"ჩემს ძველ ინტერვიუებს როცა ვკითხულობ, ვფიქრობ, რომ საშინელებაა!"
"იახტები და დიდი სახლები არ არის ჩემი მიზანი."
"6 წლის წინ რომ გეთქვათ ჩემს ცხოვრებაში ეს მოხდებოდა, არ დავიჯერებდი, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ მე მეტიც შემიძლია."
"თუ ადამიანისგან სიყვარულს ვგრძნობ, 200% ერთგული ვარ."
"ახლა პრაქტიკულობა არის ყველაზე მოდური."
"იცით ბავშვობაში მასწავლიდნენ, რა კაცია ის, ვინც ღვინოს არ სვამს და ხორცს არ ჭამს?! არადა მე ვეგანი ვარ. მერე რა?"
"არამგონია ჩემი გაგება ადვილი იყოს, ლამაზი კაბები მოსაწყენი მგონია, ასეთი მოდა არ მომწონს."
"ჩემი საქმიანობის გამო სირცხვილის გრძნობა მქონდა, სანამ მიუჩია პრადას არ შევხვდი."
"ანა ვინტური თავისით მოვიდა ჩემს გასაცნობად, მითხა, რომ ვოგის ოფისში ყველა გოგო ჩვენზე ლაპარაკობს. დაუჯერებელია, არა?", - წერს გვასალია სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, ამერიკულმა ჟურნალმა GQ-მ Vetements-ის დამაარსებელი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მოდისა და სტილის მხრივ,  ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში შეიყვანა.

50-კაციან სიაში გვასალია მეხუთე ადგილს იკავებს. სიის სათავეში Dior-ის სახლის მამაკაცის ხაზის დიზაინერი კიმ ჯონსია, მეორე ადგილზეა ლუი ვიტონის არტ-დირექტორი ვირჯილ აბლო.