"10 წელია, შენს გულს ვდარაჯობ, 10 წელია, ყოველ წუთს ველოდები შენს გამოჯანმრთელებას"
"10 წელია, შენს გულს ვდარაჯობ, 10 წელია, ყოველ წუთს ველოდები შენს გამოჯანმრთელებას"

A+ A-

12:26 08/02/2019

მომღერალი ჯაბა ბოჯგუა 10 წელია, უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

მომღერალ  ჯაბა ბიჯგუას დედა მანანა გვასალია იმ დღეს იხსენებს, როცა მისი შვილი, კომატოზურ მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს და სოციალურ ქსელში, პოსტს ავრცელებს:

"8 თებერვლის დილა იყო მაშინაც, 10 წლის წლის წინ, 10 წელია, ზუსტად ვიცი, რომ სიცოცხლე შენს გამო მინდა. 10 წელია, ყოველ წუთს ველოდები შენს გამოჯანმრთელებას. 10 წელია, მინდა შენი სიყვარულით სავსე თვალები დავინახო. 10 წელია, შენს გულს ვდარაჯობ, 10 წელია, შენ ხარ გათენება ჩემი. მიყვარხარ დედი,  შენით ვარსებობ და შენით ვსუნთქავ. შენ ხომ ჩემი გულის ძგერის ერთადერთი მიზეზი ხარ“, - წერს მანანა გვასალია.

შეგახსენებთ, ათი წლის წინ, პატიმრობაში მყოფი მომღერალი, გულის მწვავე ტკივილებით, ციხის რესპუბლიურ საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო  ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯაბას, თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება დაუდგინეს, მისი მდგომარეობა, კრიტიკული იყო.  ოჯახმა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ჯაბა, სახლში გადაიყვანა და მას შემდეგ სახლში მკურნალობენ.