"ვერაფერს იტყვი, მურუსიძის "ზეპირი კომუნიკაციის უნარი" ნამდვილად აღემატება დაშვებულ ქულათა მაქსიმუმს"
"ვერაფერს იტყვი, მურუსიძის "ზეპირი კომუნიკაციის უნარი" ნამდვილად აღემატება დაშვებულ ქულათა მაქსიმუმს"

A+ A-

120

15:48 08/02/2019

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის სულხან სალაძის ინფორმაციით, მოსამართლე ლევან მურუსიძეს გასაუბრებისას, „ზეპირი კომუნიკაციის“ უნარში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დაშვებულ ქულათა მაქსიმუმზე მეტი შეფასება დაუწერეს.

სალაძე სოციალურ ქსელში შესაბამის დოკუმენტსაც ავრცელებს.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ სიმაღლეებს იპყრობს... მიუხედავად იმისა, რომ "ზეპირი კომუნიკაციის უნარებში" შეფასების მაქსიმალური ქულა 15 იყო, მურუსიძეს 20 ქულა მიუღია. ვერაფერს იტყვი, მურუსიძის "ზეპირი კომუნიკაციის უნარი" ნამდვილად აღემატება დაშვებულ ქულათა მაქსიმუმს (ყოველ შემთხვევაში არაფორმალური კომუნიკაციის მაინც)“, - წერს სულხან სალაძე.

შეგახსენებთ, გასული წლის მიწურულს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში  უვადო მოსამართლედ გაამწესა.