პარიზში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე პოლიციამ ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენა
პარიზში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე პოლიციამ ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენა

A+ A-

×

17:48 09/02/2019

პარიზში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

საფრანგეთის დედაქალაქთან ერთად, ე.წ. ყვითელი ჟილეტების მოძრაობის აქციები სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციები უკვე მეცამეტე კვირაა იმართება.

აქტივისტები თავდაპირველად საწვავის გაძვირებას  აპროტესტებდნენ, მოგვიანებით მათი მოთხოვნები გაფართოვდა. აქციები ხშირად აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებით სრულდება. ამ დროის განმავლობაში განმავლობაში არეულობების დროს 1700 აქტივისტი და 1000 სამართალდამცველი დაშავდა.