თბილისის ყველა ბაგა-ბაღში გაზგაყვანილობა შემოწმდება
თბილისის ყველა ბაგა-ბაღში გაზგაყვანილობა შემოწმდება

A+ A-

×

18:18 09/02/2019

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძის  განცხადებით, მომავალ კვირაში 180-ვე საბავშვო ბაღში გაზგაყვანილობის სისტემა კიდევ ერთხელ შემოწმდება, თუმცა ეს სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის.

"თბილისის ბაგა-ბაღებში უზრუნველყოფილია უსაფრთხოება. ბაღებს ჩვენი მონიტორინგისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება ამოწმებს. ამასთანავე, პროცესში ჩართულია კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“. ბაღები შარშან და შარშანწინ შემოწმდა. გაიცა რეკომენდაციები, რომლის საფუძველზე 20 ბაღში გაზქურები ელექტროქურებით ჩავანაცვლეთ, ასევე მოვაწესრიგეთ რამდენიმე ბაღი“, – განაცხადა გვანცელაძემ.

შეგახსენებთ, დღეს გორის 13 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის სისტემაში ხარვეზების გამოსწორებამდე სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება.  შემოწმება სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ჩაატარა და სააგენტოს რეკომენდაციები მისცა.