ქუთაისში არასრულწლოვანზე ძალადობისთვის 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს
ქუთაისში არასრულწლოვანზე ძალადობისთვის 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს

A+ A-

13:13 10/02/2019

ქუთაისში პირველ სკოლასთან არასრულწლოვანზე ძალადობისთვის 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებული  მამაკაცი უცხოელია, სავარაუდოდ, თურქი.

მათივე თქმით, მამაკაცი ტერიტორიაზე ხშირად ჩნდებოდა და ბავშვებს, განსაკუთრებით კი გოგონებს საეჭვოდ აკვირდებოდა, დღეს კი ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად შეეხო.

“მოცეკვავე გოგონებს მიჩერებოდა სტეკლოზე. მერე მე გავაფრთხილე მშობლები, აქ შვილი ყავს, რომ ვუთხარი გამოეკიდა, გააგდო. მის მერე ორჯერ მოვიდა კიდე. თურქიაო თქვეს მაშინაც... მოაჯირზე იყო იქ და უყურა, უყურა ამ პიროვნებამ, რაღაც სახე არანორმალურად შეეცვალა, მივიდა უცებ, მოკიდა ხელი და ჩაკოცნა და ჩაკოცნა. მე ამიტანა ნერვებმა, მოვკიდე ბეჭში ხელი და ვისროლე...“ - განაცხადა  ერთ-ერთი თვითმხილველმა.