"პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლების სამივე შტოს და ასევე, პასუხისმგებლობა ეკისრება პატრიარქს მისი გარემოცვით"
"პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლების სამივე შტოს და ასევე, პასუხისმგებლობა ეკისრება პატრიარქს მისი გარემოცვით"

A+ A-

164

15:37 10/02/2019

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე პასუხისმგებლობას უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქს აკისრებს. მეუფე პეტრეს თქმით, 2 წელი ციხეში ზის უდანაშაულო მღვდელი აბსურდული ბრალდებით.

“ზუსტად ორი წლის თავზე, ვიტყოდი, რომ ზუსტად ორი წელია, საუბედუროდ, საქართველოში გვყავს უდანაშაულო პატიმარი მღვდელი, აბსურდული, ცრუ ბრალდებით. პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლების სამივე შტოს და ასევე, პასუხისმგებლობა ეკისრება კათოლიკოს-პატრიარქს მისი გარემოცვით“, - აცხადებს მეუფე პეტრე.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. ქართულმა სასამართლომ დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დეკანოზმა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, დეკანოზის სარჩელი სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში 31 იანვარს შევიდა. გიორგი მამალაძის ინტერესებს ევროპულ სასამართლოში ადვოკატი დავით ჯანდიერი დაიცავს.