ჰელმანდის პროვინციაში ავიაიერიშებს მსხვერპლი მოჰყვა
ჰელმანდის პროვინციაში ავიაიერიშებს მსხვერპლი მოჰყვა

A+ A-

16:10 10/02/2019

ავღანეთში ჰელმანდის პროვინციის სამხრეთ ნაწილში ავიაიერიშებს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 21 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც.

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ტელეკომპანიას ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორმა დაუდასტურა. მაღალჩინოსნის თქმით, თავდასხმა თალიბანმა მოაწყო.

ტერორისტებმა იერიში მიიტანეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზეც, რის შემდეგაც ხელში ჩაიგდეს იარაღი და სატრანსპორტო საშუალებები.