"უახლოეს კვირებში და თვეებში უნდა მოვამზადოთ სიტუაცია, რომ საქართველოში ჩავიდეთ"
"უახლოეს კვირებში და თვეებში უნდა მოვამზადოთ სიტუაცია, რომ საქართველოში ჩავიდეთ"

A+ A-

147

23:28 10/02/2019

დღეს არ არის სიტუაცია მზად, რომ ჩავიდეთ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მეუბნებიან, ბატონო მიხეილ, როდის ჩამოდიხართ საქართველოში? ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავდივართ საქართველოში, მაგრამ მინდა გკითხოთ თქვენ, ახლა სიტუაცია მომზადებულია, რომ ჩვენ ყველა ერთად წავიდეთ? დღეს არ არის სიტუაცია მზად, მაგრამ თუ დღეს სიტუაცია არ არის მზად, უახლოეს კვირებში და თვეებში ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება, აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას, არ შეიძლება, აქედან უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შენ შობე და გაზარდე, ამიტომ ძალიან მარტივია ჩვენთვის არჩევანი. ყოველდღიურად ჩვენ გვართმევენ საქართველოს ნაწილს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ლიეჟში, კონგრესების სასახლეში მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.