"რამდენჯერაც შეეცდება ენმ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება პასუხს და თუ დახმარება დასჭირდება დავეხმარებით"
"რამდენჯერაც შეეცდება ენმ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება პასუხს და თუ დახმარება დასჭირდება დავეხმარებით"

A+ A-

29

10:44 11/02/2019

"რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა" თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს მას საზოგადოება საკადრის პასუხს. თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას, ჩვენც დავეხმარებით", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც ქალაქ ლიეჟში გაიმართა.

„ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო. სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც წარსულში გაუცია, როგორც მომავალში გასცემს, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. რამდენჯერაც წამოწევენ თავს უნდა იყოს რეაგირება. პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია აუცილებელია. ამაზე არის პასუხისმგებელი საზოგადოება და თითოეული პოლიტიკური ძალა. „ნაცმოძრაობის“ რომ არ გვეშინია, დავადასტურეთ ყველა გასულ წელს. ჩვენ ყოველთვის ვპირდებოდით საზოგადოებას, რომ არ დავუშვებდით „ნაციონალური მოძრაობის“ რაიმე სახით რევანშს. ამ პირობას ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ მომავალ წელსაც არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.