ბათუმში ფეხით მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
ბათუმში ფეხით მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

A+ A-

×

13:01 11/02/2019

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომაარეობა მძიმეა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანის საქარე მინა გატყდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.