მიხეილ სააკაშვილი გაიმარჯვებს, თუ... - ვახტანგ ძაბირაძე
მიხეილ სააკაშვილი გაიმარჯვებს, თუ... - ვახტანგ ძაბირაძე

A+ A-

×

13:06 11/02/2019

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ბელგიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას შოუს უწოდებს.

როგორც ძაბირაძემ "2020NEWS“-თან საუბარში განაცხადა, სააკაშვილს დაძაბულობის გადმოტანა საქართველოში უნდა. მისივე თქმით, თუ სააკაშვილმა მოახერხა და საზოგადოებაში  დაძაბულობას შექმნის, მაშინ ის გაიმარჯვებს.

"სერიოზულ შეფასებას ვერ მივცემ, ეს იყო შოუ. მოკლედ, რომ ვთქვა ეს იყო პიარი. ადამიანი აქტიურობს, ცდილობს რომ მუდმივად იყოს ყურადღების ცენტრში, ამიტომ აკეთებს ასეთ შეხვედრებს. პოლიტიკურ აქტიურობას ამჟღავნებს და ამისთვის სჭირდება ეს შეხვედრები. ამ შეხვედრის დროს ცუდი იყო ის, რომ ემიგრანტების ნაწილმა ამ პიარის ჩაშლა მოინდომეს და დაიწყეს იქ კონფლიქტი. რა თქმა უნდა ჯობდა ეს არ ყოფილიყო“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "2020NEWS“-თან საუბარში.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი თავის ნებაზე უნდა მიუშვას. ძაბირაძის განცხადებით, როდესაც ექს-პრეზიდენტი დაინახავს, რომ მის ქმედებას რეაქცია არ ექნება, მაშინ დაოკდება.

"თუ ხელისუფლება რამეშია ჩარეული, აუცილებლად სააკაშვილი თავისნებაზე უნდა მიუშვან და ირბინოს რამდენიც უნდა. როგორც კი ნახავს, რომ მის საქციელს  რეაქცია არ ექნება, დაოკდება. მას ეს დაძაბულობა, აქ გადმოსატანად სჭირდება, ხელისუფლება ამას უნდა მიხვდეს. შეხვდეს და ილაპარაკოს რამდენიც უნდა. არ არის აუცილებელი  მიხეილ სააკაშვილს პროვოცირების საშუალება მიეცენ. მას სწორედ ამ პროვოცირების საქართველოში გადმოტანა უნდა.

დღეს ასეთი სიტუაცია გვაქვს - სააკაშვილის მომხრე არის თუ არა, ამის მიუხედავად დაძაბული ურთიერთობები არ არის. მაგრამ, მან თუ  მოახერხა  და აქ ურთიერთობას დაძაბავს, მაშინ ის გაიმარჯვებს. მისი მიზანი სწორედ დაძაბულობის შექმნაა. მე მესმის იმ ხალხის, ვინც ევროპაშია, რადგან მის რეჟიმს გაექცნენ, მაგრამ მათაც უნდა ესმოდეთ ერთი - იქ ასეთი კონფლიქტები და შეჯახებები ნიშნავს იმას, რომ საქართველოში  "ნაციონალებსა“ და "ოცნებას“ შორის გაღრმავდება შუღლი“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.  

ცნობისათვის, ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლეში “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრას წინ უძღოდა ინციდენტი. მათ წინააღმდეგ განწყობილი ემიგრანტები დარბაზში არ შეუშვეს.