ელექტრომობილების მფლობელებისთვის სპეციალური ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge ამოქმედდა
ელექტრომობილების მფლობელებისთვის სპეციალური ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge ამოქმედდა

A+ A-

×

13:58 11/02/2019

11 თებერვლიდან მერიამ ელექტრომობილების მფლობელებისთვის სპეციალური ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge აამოქმედა. გვერდის მეშვეობით, ნებისმიერ მსურველს, ვისაც ელექტრომობილი ჰყავს, შეუძლია დარეგისტრირდეს და მერიას მიაწოდოს ინფორმაცია მის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, რათა მერიამ მას ელექტროდამტენი დაუმონტაჟოს.

"შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ელექტრომობილი ჰყავს, შეუძლია, აღნიშნულ ვებგვერდზე დარეგისტრირდეს, მოგვაწოდოს ინფორმაცია თავისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ და ჩვენ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მზად ვართ, ელექტროდამტენები სახლთან დავუმონტაჟოთ. ეს ელექტრომობილების შემოყვანას წაახალისებს", - განმარტა თბილისის მერმა კახალაძემ მთავრობის წინა სხდომაზე.

კალაძის თქმით, მერიას ბიზნესთან კომუნიკაცია ჰქონდა და ელექტროდამტენები უფასოდ დამონტაჟდება:

"ელექტროდამტენების უფასოდ დამონტაჟება, რომელზეც ვსაუბრობთ, განხორციელდება ბიზნესთან ერთად, მუნიციპალიტეტი არაფერს დახარჯავს", - აღნიშნა კალაძემ.