აჭარის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილი მერაბ ბლადაძემ შეცვალა
აჭარის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილი მერაბ ბლადაძემ შეცვალა

A+ A-

65

14:01 11/02/2019

ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში მერაბ ბლადაძემ შეცვალა. ახალი დეპუტატის უფლებამოსილება უმაღლეს საბჭოში დღეს ცნეს.

"ძირითადად ოპოზიციასთან ვითანამშრომლებ და ვიქნები კრიტიკული, მაგრამ როგორც იცით, ჩვენი პარტია არ არის რადიკალური, ამიტომ მხარს დავუჭერ იმ სახელისუფლებო ინიციატივებსაც, რომელსაც ჩავთვლი, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება“, - განაცხადა მერაბ ბლადაძემ.

ცნობისთვის, უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე, 2017 წელს ქობლეთში "პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი იყო.  

შეგახსენებთ, ზაზა ოქუაშვილი უმაღლეს საბჭოში "პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა. თუმცა, დეპუტატობაზე უარი საკუთარი განცხადების საფუძველზე თქვა. შესაბამისად, იგი პარტიული სიის მომდევნო ნომერმა ჩაანაცვლა.

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს და სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება, კომპანიის მხრიდან ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანებას უკავშირდება.